საქართველოში მწეველთა
კუთხით მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით,
საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. საქართველოში მოწევისგან
ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი კვდება . ეს საერთო სიკვდილიანობის თითქმის
25 პროცენტია. ბოლო წლებში მოწევამ განსაკუთრებით 17 – 25 წლის გოგონებში იმატა.მოსახლეობის
დაახლოებით 36 პროცენტი მწეველია. მათ შორის კაცები უფრო მეტნი არიან: 59 %. ეს მაჩვენებელი
ევროპის ყველა ქვეყნის მწეველ მამაკაცებს აღემატება. თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში
საქართველოში მწეველი ქალების რიცხვი უფრო მკვეთრად გაიზარდა.
ერთი
მწეველი
თამბაქოზე
დღეში
დაახლოებით
1.5 ლარს
ხარჯავს
სისტემატიური
მწეველი
დღეში
ხარჯავს
1 ლარზე
მეტს,
ხანგამოშვებით
მწეველი
ხარჯავს
0.8 ლარს
დღეში
მაშინ
როცა
ის,
ვინც
იშვიათად
ეწევა,
დღეში
ხარჯავს
0.4 ლარს.
ამ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად შეისყიდის 521.8 მილიონ სიგარეტის კოლოფს (დაახლოებით 10.4 მილიარდი ღერი), რაც შეადგენს 328.5 კოლოფს თითო მწეველისათვის.
თბილისის მოსახლეობა ყოველწლიურად მოიხმარს დაახლოებით 4 მილიარდ სიგარეტის ღერს, ხარჯავს 230 მილიონ ლარზე მეტს. სოფლის მოსახლეობა მოიხმარს თითქმის იგივე რაოდენობის თამბაქოს ნაწარმს (დაახლოებით 3.8 მილიარდი), მაგრამ ხარჯავს თითქმის ორჯერ ნაკლებს (120 მილიონი ლარი). ეს გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ სოფლის მოსახლეობის მიერ მოხმარებული თამბაქო შედარებით იაფია.
No comments:
Post a Comment