სიგარეტის მოხმარების შედეგები:
საყოველთაოდ ცნობილია,რომ თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს.ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება
სისხლძარღვები.კარდიოლოგთა მონაცემებით,თამბაქოს მწეველთა შორის ინფაქტით სიკვდილიანობა
ორჯერ მეტია ,ვიდრე არამწეველთა შორის. თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების
დაავადებები . განსაკუთრებით ხშირია ქრონიკული ბრონქიტი. თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე
საშიში შედეგია ფილტვის კიბო. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად ,ფილტვის
კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია,ვიდრე არამწეველებში.
დადგენილია,რომ მწეველთა შორის ტუბერკულიოზით
დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა
95% მწეველები არიან.
ნიკოტინის
მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის
დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას.
სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის
დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა,რაც იწვევს თავბრუსხვევას,გონების დაკარგვას
და სიკვდილს.
თამბაქოს ტოქსიკური
კვამლი ორსულებში განსაკუთრებულად სახიფათოა, რადგან დედა არა მხოლოდ საკუთარ თავს,
არამედ ნაყოფსაც უქმნის საფრთხეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი NCDC გვამცნობს, რომ მწეველთა ბავშვები
იბადებიან უფრო მცირე წონის, აქვთ 200გრამით ნაკლები წონა, ვიდრე არამწეველების ბავშვებს
და ეს ეფექტი იზრდება პროპორციულად – რაც უფრო მეტს ეწევა დედა, მით უფრო ნაკლებს იწონის
ნაყოფი. შეიძლება განვითარდეს სპონტანური აბორტი;
მწეველების შვილები მიდრეკილნი არიან რესპირატორული დაავადებებისაკენ; ადრეული ბავშვობის ასაკში ხშირად ხდებიან ავად შუა ყურის ანთებით ან ბრონქული ასთმით; რისკის ქვეშ დგანან თავად გახდნენ მწეველები შემდეგ წლებში; შესაძლებელია განვითარდეს პლაცენტის მწვავე ნაადრევი აშრევება; რისკია სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის და ნაადრევი მშობიარობის განვითარების -38 კვირაზე; მწეველ ქალებში უფრო დიდი შანსია განვითარდეს პლაცენტის წინმდებარეობა.
როცა
ფეხმძიმე
ქალი
ეწევა
ბავშვი
იღებს
თამბაქოს
შემადგენელ
ყველა
ტოქსიურ
ნივთიერებას
დედის
სისხლის
მეშვეობით.
ნახშირჟანგი
ხელს
უშლის
ნაყოფისათვის
ჟანგბადის
საკმარისი
რაოდენობით
მიწოდებას.
სიმსივნის
გამომწვევი
აგენტები
აზიანებენ
გენეტიკურ
მასალას
– დნმ-ს და შედეგად ზრდიან ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკს. ასევე:
• შემცირებულია სმენითი ორიენტაცია და ადეკვატური ქცევითი რეაქცია.
• ახალშობილებში ტრემორი
• სკოლამდელ ასაკში ზოგადი უნარ – ჩვევების ტესტებში დაბალი შეფასებები.
• სკოლაში შესვლამდე ქცევითი და ფსიქოლოგიური პრობლემები.
• სკოლის პერიოდში ვერბალური შეფასების დაბალი ქულები.
• მომატებული აქტივობა, იმპულსურობა და უყურადღებობა.
• მოზარდობის პერიოდში ქცევითი დარღვევები (ვაჟებში) და ნივთიერებებზე-ნიკოტინ დამოკიდებულება (გოგონებში).
როგორ მოქმედებს თამბაქოს კვამლი ახალშობილებსა და მოზარდებში? 3-11 წლამდე
ასაკის 60% პასიური მწეველები არიან! ასეთ ბავშვებში კი ასთმის და სასუნთქი სისტემის
ინფექციების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია. ბავშებში და მოზარდებში თამბაქოს
მეორადი კვამლი ბრონქიტს, ფილტვების ფუნქციის დარღვევას, კბილების, ღრძილების, გულ-სისხლძარღვთა
სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
გარდა
ამისა ბავშვებში მეორადი კვამლის ხშირი შესუნთქვა მათი ფიზიკური განვითარების შეფერხებას
იწვევს და კიდევ უფრო საშიში და დამღუპველი ასეთი ბავშვებში გავრცელებული უეცარი სიკვდილის
სინდრომია. განსაკუთრებული საფრთხე ახალშობილებშია, მაშინ როდესაც ერთერთი მშობელი
მწეველია.
No comments:
Post a Comment