თამბაქოს შემადგენლობა

თამბაქოს  შემადგენლობა:  

თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს  ბოლში კი მათი რაოდენობა  4000-მდე აღწევს. 

მეცნიერების მიერ  განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. მოწევისას თამბაქოს 25% იწვება, 25% ჩადის ფილტვებში, 50% უცვლელი სახით რჩება გარემოში.

თამბაქოს კვმლი მოიცავს ორ ფაზას: აიროვან და მყარ ფაზებს.                                                                                      აიროვან ფაზაში გამოყოფილი ძირითადი ტოქსიური ნივთიერებებია: ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდი, ამიაკი, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, აზოტის ჟანგი, აცეტონი. 



კვამლის მყარი ფაზა წარმოდგენილია თამბაქოს ფისის სახით.  ფისი არის თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობა, მათი ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა სიმსივნეების წარმოქმნას.ამ ნივთიერებიდან შეიძლება გამოვყოთ ჯანმრთელობისათვის საშიში სამი ნივთიერება:  ნიკოტინი,კარბონმონოქსიდი და კუპრი. 

ნიკოტინი არის მეცნიერული წარმოშობის ზეთისებრი უფერო გამჭირვალე სითხე აქვს მწარე გემო ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს საშუალო წონის  ადამიანს. 

კარბონმონოქსიდი მომწამლავი გაზია,რომელსაც შეიცავს სიგარეტის ბოლი.იგი აგრეთვე შედის ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში.ამ გზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება,იკავებს ჟანგბადის ადგილს და მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით.ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.

კუპრი წარმოადგენს მეტად საშიშ  კანცეროგენულ (კიბოს გამომწვევ) ნივთიერებას,რომელიც თამბაქოს ბოლთან ერთად ხვდება ფილტვებში და იქ ილექება. 

No comments:

Post a Comment