საქართველოში მოსხალეობის
რაოდენობა ისედაც მცირეა, სიგარეტის მოწევით კი ის უფრო და უფრო მცირდება.
თამბაქო ადამიანების
ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით
საკმაოდ ბევრი პროექტია განხორციელებული, პრობლემა მაინც გადაუჭრელად რჩება. ამიტომ
საჭიროა თანმიმდევრულად გატარდეს თამბაქოს
საწინააღმდეგო პოლიტიკა, რაც შემდეგში მდგომარეობს:
- პირველ რიგში მკაცრად უნდა აიკრძალოს
არასრულწლოვნებზე სიგარეტის მიყიდვა (მართალია, ეს კანონი შემოღებულია, მაგრამ
მკაცრად არ იცავენ)
·
საჭიროა მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა
და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შემდეგ კი მათი მკაცრი კონტროლი
· უნდა მოხდეს თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა · უფრო სისტემატიურად უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
მართალია
ისიც, რომ თუ შემცირდება სიგარეტის მყიდველებისა და შესაბამისად, მწეველების რაოდენობა,
ეს მკვეთრად აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე, მაგრამ ის არ უნდა იზრდებოდეს მოსახლეობის
ჯანმრთელობის ხარჯზე.
დღესღეობით
მსოფლიოში სიგარეტის მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაძლევი პრობლემაა, მაგრამ
არა დაუძლევადი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ღერი სიგარეტი სიცოცხლის გარკვეულ
ნაწილს გვართმევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობასა და ნათელ მომავალზე!
No comments:
Post a Comment