სიგარეტის
“მეორადი
კვამლი”
შეიცავს
4 000-ზე
მეტ
ქიმიურ
ნივთიერებას,
მათ
შორის,
წყალბადის
ციანიდს
(გაზი,
რომელიც
აზიანებს
ფილტვებს)
160-ჯერ
მეტი
რაოდენობით,
რა
რაოდენობაც
მიჩნეულია
სახიფათოდ.
პასიური მოწევა
ბავშვებში ლეიკემიის, ლიმფომის, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების და თავის ტვინის
სიმსივნის განვითარებასაც ხელს უწყობს.
სიგარეტის
პასიური
მოწევისგან
2010 წელს
600 000 ადამიანი
დაიღუპა
მსოფლიოს
მასშტაბით.
მსოფლიო
ჯანდაცვის
ორგანიზაციის
მიერ
192 ქვეყანაში
ჩატარებული
გამოკვლევით,
პასიური
მოწევა
ყველაზე
დიდ
საფრთხეს
ბავშვებისთვის
იწვევს.
პასიური
მწეველები,
ანუ
არამწეველები
თამბაქოს
კვამლის
შესუნთქვის
შედეგად
იმავე
დაავადებებით
ავადდებიან,
რითაც
მწეველები.მამაკაცებს
შორის მწეველია
50-65%, ხოლო ქალებს
შორის – 16-22%. სავარაუდოდ,
ქალებსა და
მამაკაცებს შორის
არსებული სხვაობა
თანდათან შემცირდება,
რადგან მწეველ
ქალთა რაოდენობა
ყოველდღიურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით, უმძიმესი
ვითარებაა მოზარდებში,
განსაკუთრებით – გოგონებს
შორის, სადაც
ბოლო ხუთი
წლის განმავლობაში
მწეველთა მაჩვენებელი
9%–ით გაიზარდა.
მოზარდთა 42,4% მწეველია.
No comments:
Post a Comment