თამბაქოს მოხმარების მიზეზები

თამბაქოს მოხმარების მიზეზები:

 თამბაქოს გამოყენება დღევანდელ მსოფლიოში სოციალურ-გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემის განხილვა საჭიროა დავიწყოთ იქიდან, საიდანაც ის დასაბამს იღებს.   რატომ და რა ასაკში იწყებენ ადამიანები მის გამოყენებას?  მწეველების ძირითადი ნაწილი მოწევას ადრეულ, 12-13 წლის ასაკში იწყებს. ამის მიზეზი კი ზოგჯერ ის ხდება, რომ ისინი ცდილობენ უფროს თაობას მიბაძონ  ამით კი გვაგრძნობინებენ, რომ უკვე დიდები არიან, თვითონაც  გაიზარდნენ და პრობლემები აქვთ, რომელსაც თავიანთი ჭკუით  სიგარეტის მოწევით იქარვებენ.  

 ეს შეიძლება გარდატეხის ასაკს და  მოზარდების ჩამოუყალიბებელ ფსიქოლოგიას დავაბრალოთ.  მწეველი  მეგობრების შემხედვარე ახალგაზრდები კომპლექსდებიან, რადგან  ჰგონიათ რომ არ შეიძლება და სირცხვილია იყვნენ გამონაკლისები. ხოლო,  იმისთვის, რომ თავი გარიყულად არ იგრძნონ, თვითონაც იწყებენ მოწევას,  თითქოს ამით ერთი საფეხურით მაღლა ადიან და მეგობრების  თანასწორები ხდებიან.                                       შედარებით მოზრდილ ასაკში, (16-18 წელი) ზოგი მათგანი აგრძელებს თამბაქოსთან ერთად „ცხოვრებას“, ხოლო ზოგი თავს ანებებს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ ბავშვური ახირება იყო.                   სინამდვილეში, სიგარეტს არანაირი დადებითი თვისება არ აქვს და არც დამაწყნარებელ და დარდის გასაქარვებელ საშუალებას წარმოადგენს.    


    
ინტერვიუ ვახტანგ ქაცარავასთან-ზოგადი ქირურგი და პროფესორი

No comments:

Post a Comment